რუსთავში მამაკაცმა გონება დაკარგა და გაშავდა

2019-03-09 20:18:53

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრავ სამგზავრო მიკროავტობუსში 40 წლამდე მამაკაცი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

გონწასული მამაკაცი გზაზე, ბორდიურზე დასვეს და ეცადნენ მის გონზე მოყვანას თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს.

თვითმხილველები "ინფო რუსთავთან" აცხადებდნენ რომ მამაკაცს სავარაუდოდ ნარკოტიკური ნივთიერება ჰქონდა მიღებული, დიდი დოზის გამო გონება დაკარგა და გაშავდა.

ტერირტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟთან ერთად ასევე მივიდა საპატრულო პოლიცია.

პაციენტს ექიმებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება, გონზე მოსვლის შემდეგ კი მან საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მამაკაცი მგზავრობის დროს შეუძლოდ გახდა, მას სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცხოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".