ახალი ციხე რუსთავში

2019-03-16 23:12:57

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, 2 პენიტენციური დაწესებულება აშენდება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ივნისში უკვე დასრულებული იქნება ბუფერული ზონა და პერიმეტრის მშენებლობა. 100 კაცზე გათვლილი მცირე დაწესებულების მშენებლობა 2020 წელს, ხოლო 600 კაცზე გათვლილი დაწესებულება 2021 წელს დასრულდება. მისივე თქმით, შეიქმნება სამუშაო ადგილები, სადაც ადგილობრივებს შეეძლებათ კონკურსის წესით დასაქმება.

"მე ვფიქრობ, რომ ის 400-დან 600-მდე ადამიანი, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებზე იქნება დასაქმებული, თუ კი რუსთაველები გამოთქვამენ სურვილს და მიიღებენ კონკურში მონაწილეობას, მათ ექნებათ დიდი შანსი, რომ სწორედ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იყვნენ დასაქმებულები. ვინაიდან კონკურსით იქნება, მათ ექნებათ სრული შანსი, იმისა, რომ სხვებთან ერთად კონკურენტულ გარემოში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ პენიტენციურ სისტემაში, რამდენიმე თვეა ვთქვით, რომ აღარ მოხდება ადამიანების დასაქმება კონკურსს გარეშე"-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ამდროისთვის, ტერიტორიის შემოღობვითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ინფო რუსთავს" ადგილზე მომუშავე, კომპანიის წარმომადგენლება განუცხადეს, ტერიტორია მთლიანად დაახლოებით 2 თვეში შემოიღობება.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი 14 ჰექტარ ფართობზე განათავსებს.

პენიტენციური დაწესებულების შესახებ დეტალების სანახავად, ნახეთ ბმული.