რუსთავში ახალი სკვერის მოსაწყობად კონცეპტუალური პროექტი შეიქმნა. [ვიდეო/video]
პროექტის მიხედვით მისი განხორციელება ვაჟა-ფშაველასა და ვახუშტის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი იმ ტერიტორიაზე სადაც ადრე კინოთეატრი "მერცხალი" იყო.
კონცეპტუალური პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი მოედანი, სპორტული სივრცე, შადრევანი, რამდენიმე საფეხმავლო ბილიკი და მოსასვენებელი სკამები. დაირგვება სხვადასხვა მცენარეები და მიმდებარე ტერიტორია გამწვანდება.