მილოცვები რუსთაველ წარმატებულ ქალებს

2019-03-08 18:59:36

ქალთა საერთაშორისო დღე სხვადასხვა პროფესიაში მოღვაწე წარმატებულ რუსთაველ ქალებს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მიულოცეს.

რწმუნებულმა და მერმა 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს #25-ე საჯარო სკოლაში მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელ ქალს, ვიქტორია ლებეძავას და მის მოსწავლეებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასევე დაასაჩუქრეს რუსთავის #11 საჯარო სკოლის 27 წლის ახალგაზრდა პედაგოგი ლედი კიწმარიშვილი, რომელიც 2 წელია რაც სკოლაში ასწავლის და უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მატარებელია.

სახელმწიფო რწმუნებული და რუსთავის მერი მოგვიანებით ეწვივნენ სამხატვრო სკოლა-სახელოსნო "არტ-კერას" და მის ხელმძღვანელს, დარეჯან ნოზაძეს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. საჩუქრები მიიღეს "არტ-კერას" პატარა შემოქმედებმაც.

აღსანიშნავია, რომ პატარა მხატვრებისა და დარეჯან ნოზაძის დახმარებით, სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ნახატი შექმნა, რომელზეც ცისფერი კესანებია გამოსახული.

"დღეს რუსთავში მხატვრული ტანვარჯიშის პედაგოგს და მის აღსაზრდელებს მივულოცეთ ქალთა საერთაშორისო დღე, დედის დღე, გაზაფხული და დღევანდელი დღის მილოცვები დავასრულეთ ძალიან საინტერესო სამხატვრო სალონში ქალბატონ დარეჯანთან და მის შეგირდებთან, რომლებმაც შეგვიქმნეს კარგი გარემო, რომ გვემუშავა და ძალიან ნიჭიერ ბავშვებთან ერთად პატარა შემოქმედებითი ნამუშევარიც შევქმენით, სწორედ ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას ამ მშვენიერი გარემოსთვის. მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო ქალთა საერთაშორიოს დღე საუკეთესო სურვილებით კიდევ ერთხელ. ვულოცავ პედაგოგებს, ექიმებს, დამსახურებულ ხალხს, მრავალშვილიან დედებს და საერთოდ ყველას. ბედნიერება, სიკეთე, ხვავი, ბარაქა და მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება მინდა ვუსურვო მათ", - აცახდებს შოთა რეხვიაშვილი.