იგეგმება თუ არა იაღლუჯის ფერდობის გამწვანება

2019-03-08 18:50:35

მოხდება თუ არა რუსთავში, იაღლუჯის ფერდობის გამწვანება ამ კითხვით რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ბეგაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც მინისტრა განაცხადა, პროექტის განსახორციელებლად ფინანსური რესურსებია მოსაძიებელი.

"რაც შეეხება იაღლუჯის მთის ფერდობის შესწავლას, შესწავლა ჩვენი მხრიდან განხორციელდა და რეკომენდაციები არსებობს ეროვნული სატყეო სააგენტოს და სანაშენო მეურნეობის მხრიდან ეს გაკეთდა თუმცა, ფინანსური რესურსებია მოსაძიებელი, რომ ადგილზე მოხდეს გამწვანება, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ აქტიურები ვიქნებით რომ ყველა იმ ახალ პროექტში როგორიც არის კლიმატის ცვლილების და ა.შ ასეთი საკითხები აისახოს მათ შორის გარკვეული მუნიციპალიტეტების გამწვანების კუთხით სადაც კრიტუკულია სიტუაცია და რუსთავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია",- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.