ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო რუსთავის ისტორიულ მუზეუმში.
მუზეუმში რუსთაველი ქალი მხატვრების 20-მდე ნამუშევარი გამოიფინა. ნამუშევრები მხატვართა კავშირ "გამას" მხატვრების მიერაა შესრულებული.
ღონისძიებას მხატვრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები ესწრებოდნენ.