საჩუქრები ხანდაზმულ ქალებს

2019-03-08 13:25:37

წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის რუსთავის მოხუცთა სახლის ბინადარ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

"მინდა ყველა ქალს მივულოცო დღევანდელი დღე. მე ვფიქრობ, რომ ყოველი დღე უნდა იყოს ნამდვილად ქალების, რადგან ისინი არიან ჩვენი დედები, ჩვენი მეუღლეები, ჩვენი დები და ბებიები. თითოეულმა ადამიანმა დიდი სიყვარული უნდა გამოხატოს მათ მიმართ. ახლა ვიმყოფებით ხანდაზმულთა თავშესაფარში, არ ვუწოდებ მე მოხუცთა თავშესაფარს, რადგან ესენი არ არიან მოხუცები, ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივ დიდი სიყვარული და სითბო სჭირდებათ. ახალგაზრდებმა მოგვიძღვნეს ძალიან კარგი სანახაობა და მინდა რომ ასე კარგად გაგრძელდეს დღევანდელი დღე, მილოცვებით, გამოფენებით. დღე, რომელიც ულამაზეს ქალბატონებს ეძღვნებათ", - აცხადებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

ხანდაზმულებს ქალთა საერთაშორისო დღე ლექსებითა და სიმღერებით გაულამაზა ფოლკლორულმა ანსამბლმა "თამარისი" თამარ ზარქუას ხელმძღვანელობით.