დღეიდან მომხმარებელს საფოსტო მომსახურების მიღება, განახლებულ და პროფესიონალებით დაკომპექტებულ სერვის ცენტრში შეეძლებათ - რუსთავის ფოსტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ფოსტის შენობა აღიჭურვა თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით. საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, რუსთავის განახლებული და ავტომატიზირებული სერვის ცენტრი, მნიშვნელოვნად გაზრდის, მომსახურების ხარისხს.
საქართველოს ფოსტის რუსთავის სერვის ცენტრში 25 რუსთაველი დასაქმდა.
განახლებული ფოსტის პრეზენტაციას, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი და ქალაქისა და მხარის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შენობის რეაბილიტაცია გასული წლის ივლისის თვეში დაიწყო. ნახეთ როგორ გამოიყურებოდა ფოსტა, რეაბილიტაციამდე.