საჩუქარი თბილისისკენ მიმავალ ქალებს

2019-03-08 11:48:46

თბილისისკენ მიმავალ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე კომპანია "ინტერტრანისის" წარმომადგენლებმა და ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ მიულოცეს.

ალანიამ "ინტერტრანსის" მიკროავტობუსით თბილისისკენ მიმავალ მგზავრ ქალებს ბედნიერება უსურვა და სიმბოლურად ყვავილები გადასცა.

"კომპანია ინტერტრანსი და ტრანსპორტის პროფკავშირები ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს ქალბატონებს, განსაკუთრებით კი იმ მგზავრ ქალბატონებს, რომლებიც მიემგზავრებიან რუსთავიდან თბილისისკენ", - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.