მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-03-07 22:58:05

8 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 10, +15 გრადუსი იქნება.

9-10 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +15, +20 გრადუსამდე გათბება. 11 მარტს სითბოს ფონზე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.

თბილისში 8-11 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7-9 მარტს +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 10-11 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 8 მარტი +15°C, 9 მარტი +14°C, 10 მარტი +18°C, 11 მარტი +18°C.