გამოფენა რუსთავის თეატრში

2019-03-07 17:26:50

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ჟიული შარტავა დღეს 75 წლის გახდებოდა.

ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე რუსთავის თეატრში ეროვნული გმირის სურათები გამოფინეს, მისმა მეგობრებმა კი შარტავას ღვაწლზე ისაუბრეს და მის შესახებ ისტორიები გაიხსენეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ჟიული შარტავა აფხაზეთის ომის დროს, სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. 27 სექტემბერს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.