საჩუქარი ქალბატონებს

2019-03-07 14:31:49

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ქავთარაძესთან ერთად მერიის სხდომათა დარბაზში სხვადასხვა პროფესიის 10 რუსთაველი ქალბატონი დაასაჩუქრა.

მერიის ინფორმაციით, ქალთა საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით დასაჩუქრებულ ქალბატონებს შორის იყვნენ რუსთავის ბაგა-ბაღების აღმზრდელები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ქავთარაძემ აღნიშნა, საჩუქრები იმ ადამიანებმა მიიღეს, რომელთა შრომაც არ ჩანს, თუმცა ძალიან დასაფასებელია.

"ქალთა დღესასწაულები მივულოცეთ იმ ადამიანებს, ვისი შრომაც არ ჩანს, თუმცა ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია. მათი სამსახურების მიერ შერჩეული იქნა რამდენიმე ქალბატონი, რომელიც დაჯილდოვდა სილამაზის სალონის ვაუჩერებითა და თეატრის ბილეთებით, რათა ერთი დღე ლამაზად გაატარონ ამ ქალბატონებმა", - აცხადებს ნინო ქავთარაძე.