დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა

2019-03-07 13:44:40

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 75 წელი შეუსრულდებოდა.

თარიღთან დაკავშირებით, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს და ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნული გმირის ღვაწლზე ისაუბრეს და მისი რუსთავში მუშაობის პერიოდი გაიხსენეს.

ჟიული შარტავას მემორიალთან ანსამბლმა"ალავერდი" რამდენიმე ფოლკლორული სიმღერა შეასრულა. ჟიული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი მხატვრული კომპოზიციები წარმოადგინეს.

ჟიული შარტავა აფხაზეთის ომის დროს, სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. 27 სექტემბერს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.