რუსთავში ახალი სკვერი გაიხსნა

2019-03-07 12:48:55

რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში აფხაზეთის ომში დაღუპული რუსთაველის, მამუკა კაჭკაჭაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.

როგორც რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, სკვერის მოწყობა დაღუპულის ოჯახისა და ბინის მცხოვრებლების ინიციატივით მოხდა.

"მოსახლეობისა და დაღუპულის ოჯახის მოთხოვნა იყო სკვერის მოწყობა. ის ადამიანები, ვინც სამშობლოს თავი შესწირა და და ვინც ღირსეულად ემსახურა საქართველოს, არ უნდა მიეცეს დავიწყებას. აუცილებელია პატივისცემა და დაფასება ამ ადამიანების", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

რუსთავის მერის თქმით, სკვერის გამწვანება მთლიანად ბინის მაცხოვრებლებმა და დაღუპულის ოჯახის წევრებმა უზრუნველყვეს.