co-თი ინტოქსიკაცია რუსთავში

2019-03-06 23:55:13

co-თი ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით შემთხვევა XX მიკრორაიონში მოხდა, ბუნებრივი აირის ნამწვით 30 წლის ქალი მოიწამლა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სოკარ გაზის სამსახურის ეკიპაჟები.

პაციენტი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.