"რუსთავი" VS "ვიტ ჯორჯია"

2019-03-06 22:13:32

რუსთავში, ბორის პაიჭაძის სახელობის აკადემიის ბაზაზე, ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს "რუსთავი" და "ვიტ ჯორჯია" დაუპირისპირდნენ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ "რუსთავმა" დიდი ხნის პაუზის შემდეგ, შეხვედრას ჩვენს ქალაქში უმასპინძლა შეხვედრას. შეგახსენებთ რომ გასული სეზონის ყველა საშინაო მატჩი თბილისში გამართა.

პირველი ნახევარი, ძირითადად პოზიციურ ბრძოლაში მიმდინარეობდა. კარისკენ თითქმის არ დაურტყამთ ფეხბურთელებს, თუ არ ჩავთვლით 43-ე წუთზე, რუსთაველთა მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმას, როდესაც ლუკა სილაგაძემ  ბურთი კარის ძელს მოარტყა. მანამდე კი 42-ე წუთზე მსაჯმა, "ვიტ ჯორჯიელთა" მე-3 ნომერი, გიორგი ლაცაბიძე გააძევა მოედნიდან.

მეორე ნახევარში ბევრად განსხვავებული ფეხბურთი ითამაშეს გუნდებმა. ორივე კართან იქმნებოდა მომენტები. 75-ე წუთზე, რუსთაველთა მე-11 ნომერმა ჩოგაძემ, მარჯვნიდან შეუტია და მისი დარტყმული ისევ ძელს მოხვდა. ბოლო წუთზე კი "ვიტ ჯორჯია"-ს ქონდა შანსი, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
შეხვდრა ფრედ 0-0 დასრულდა.

ავტორი: ბაჩო ოდიკაძე