რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 მამაკაცი დააკავეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მამაკაცები საკუთარ ბინაში იმყოფებოდნენ რა დროსაც მათ მოულოდნელად ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციელები ესტუმრნენ და დააკავეს. ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას და მოხმარებას.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 260 მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოდანაშაულს გულისხმობს."