რუსთავში გარევაჭრობა აიკრძალება

2019-03-06 20:54:19

უახლოეს პერიოდში რუსთავში გარევაჭრობა აიკრძალება.

ჯერჯერობით უცნობია შესთავაზებენ თუ არა გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში.

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გარევაჭრობაზე განსხვავებული ჯარიმები იქნება. იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები მერიის მითითებებს არ დაემორჩლებიან, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

უკანონო გარევაჭრობის გამოვლენის შემთხვევაში კანონდამრღვევს, ჯარიმის გადახდასთან ერთად, გარევაჭრობის ადგილის დატოვებაც მოუწევს.

"ინფო რუსთავთან", ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა რომ - "ეს არის ერთერთი ტიპის ხარვეზი საკანონმდებლო, რომელიც სამართალდარღვევათა კოდექსში გვაქვს. საუბარია იმაზე რომ მუნიციპალიტეტს საკუთარი უფლებამოსილებაა გარე ვაჭრობის რეგულირება, ამის წესს კი საკრებულოები იღებენ, შემდეგ კი უკვე კომპონენტი რომელიც სანქციას უკავშირდება და კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დაჯარიმებაზე, აქვს მხოლოდ პატრულს და არა მუნიციპალიტეტს. აქ კი გვაქვს გარკვეული უთანაბრობა უფლებამოსილების განხირციელებაში იმიტომ რომ დაჯარიმების უფლება 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ თბილისს აქვს, ამიტომ, თანაბრად, სხვა მუნიციპალიტეტებსაც უნდა შეეძლოთ გარევაჭრობასთან მიმართებაში მოახდინონ დაჯარიმება და ეს შეიძლება იყოს ზედამხედველობის სამსახური."