გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
როგორც "ინფო რუსთავს" კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მე-17, მე-19, 21-ე, მე-18, მე-16 მიკრორაიონებში, მოდებაძის ქუჩაზე და სოფელ ფოლადაანთკარში.
12:00-დან 13:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში ერისთავის, ლეონიძის, მესხიშვილის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, მე-12, მე-16, მე-11, მე-8, მე-17 მიკრორაიონებში.
15:00-დან 18:30 საათამდე - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, სართიჭალა, იალღუჯის დაახლება, ალგეთი და მიმდებარე სოფლებს. 15:00-დან 20:00 საათამდე - აბონენტებს ქ. მარნეულში რუსთაველის, 26 მაისის, მერაბ კოსტავას, ვაჟა-ფშაველას, პუშკინის, შ.გურბანოვას და მიმდებარე ქუჩებზე.
11:30-დან 19:00 საათამდე - დმანისში 9 აპრილის, გამსახურდიას, თევდორე მღვდლის, აღორძინების, გაბაშვილის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.