რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია, შესასვლელთან დამონტაჯდა რკინის კარი.
სამუშაოებს შპს "საგზაო 333" აწარმოებს. შემოღობისთვის გამოყოფილია 36 851 ლარი.
კეთილმოწყობის სამუშაოები მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 2019 წლის 18 თებერვალს დაიწყო, ხოლო დასრულების ბოლო ვადა 2019 წლის 4 აპრილია.