შეხვედრა მოსახლეობასთან

2019-03-06 17:39:01

შეხვედრა ჭყონიდელის დასახლებაში.

რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ და ჭყონდიდელის დასახლების მაჯორიტარმა, დავით რეხვიაშვილმა, ქალაქის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან და თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა ჭყონდიდელის დასახლებაში ახალგაზრდობის  ცენტრის დაარსება და საჭირო ნივთებით აღჭურვა იყო.

მოსახლეობასთან საუბრისას ასევე განიხილეს ჭყონდიდელის დასახლებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. დავით რეხვიაშვილმა საზოგადოებას ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნოო, რომელიც უახლოეს მომავალში ჭყონდიდელის დასახლებაში იგეგმება.

"ლევან ონიანის ინიციატივით, ყველა ოთხშაბათს, თითოეული მაჯორიტარი და საკრებულოს ხელმძღვანელობა საარჩევნო უბნებში  გავდივართ და ვხდებით მოსახლეობას. ვისმენთ მათ პრობლემებს  და ჩვენს სათქმელსაც ვუზიარებთ.  დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის წერილის საფუძველზე შედგა, მოვუსმინეთ მათ, გავიზიარეთ მოსახლეობის შეხედულებები და წარვუდგინეთ პროექტები"- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ და ჭყონდიდელის დასახლების მაჯორიტარმა დავით რეხვიაშვილმა.