რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი ბეგაძე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას აფასებს.
"დღეს, პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ტურიზმითან დაკავშირებული საინტერესო იდეა გააჟღერა. საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობს, ჩვენი ქვეყანა თავისი ადგილმდებარობიდან გამომდინარე საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, საქმიანი შეხვედრების ჩატარების კარგ შესაძლებლობებს იძლევა. დავეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ ამ მხრივ ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. რეგიონში სამეცნიერო, სასწავლოდა ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სიახლოვე, აღნიშნული შენობის არქიტექტურა, რეგიონის განვითარების და ინვესტიციების მოზიდვის ახალი შესაძლებლობებიდა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პერსპექტივის გაჩენა, განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ იდეას", - აცხადებს გიორგი ბეგაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგა.