რუსთავში, 45 წლის მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, მამაკაცი, მესხიშვილის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა რა დროსაც მას დენმა დაარტყა, რაც სავარაუდოდ მისი დაღუპვის მიზეზი გახდა. [ვიდეო/video]
"სასწრაფომ უკვე შემოიყვანა გვამი, შუახნის მამაკაცი, პაციენტს მიღებული აქვს ელექტროტრავმა, ელექტროშოკით, რამაც გამოიწვია სიკვდილი, სავარაუდოდ პაციენტი ადგილზე იყო გარდაცვლილი, მაგრამ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო შემოყვანილი იქნება ჩვენს კლინიკაში", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ექიმმა მარინა კავთუაშვილმა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.