მოტოციკლისტი ქალს დაეჯახა.

2017-03-01 22:47:57

ავტოსაგზაო შემთხვევა ტაშკენტის ქუჩაზე დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით მოტოციკლისტი გზაზე ფეხით მოსიარულე, 60 წელს გადაცილებულ ქალს დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიზცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაშავებული "კლინიკა რუსთავს" გადაიყვანეს. როგორც "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი ქალბატონს სხადასხვა სამედიცინო კვლევა უტარდება, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.