ტურიზმის განვითარება ქვემო ქართლში

2019-03-05 12:11:58

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სხვადასხვა ასოციაციების და ტურისტული კომპანიების გიდებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს.

რწმუნებულის მოადგილემ კახა კობერიძემ განაცხადა, რომ: -"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ტურიზმი არის პრიორიტეტული მიმართულება, ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი, არა მარტო მხარის, არამედ მთელი ქვეყნის. იცით რომ ჩატარდა 2 კონფერენცია ბოლო პერიოდში, ერთი სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, ხოლო მეორე კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა მოსაზღვრე მხარეების ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. ჩვენ ამის შეჩერებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ პოპულარიზაციის გაგრძლებას. მოგეხსენებათ იწყება ტურისტული სეზონი. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს გიდების ასოციაციების წარმომადგენლები, რომლებიც რუსთავში მოაწყობენ ტურს და შემდეგ უკვე მთელი ქვემო ქართლის ღირსშესანიშნაობათა გაცნობაც მოხდება"

"რწმუნწბულის ადმინისტრაციაში გვქონდა შეხვედრა, გიდებს, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც ჩართულია ტურიზმში. რა თქმა უნდა ადმინისტრაციის ჩართულობა ამ საქმეში დიდად წაწევს ამ საქმეს. მხარში გვიდგნან ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია, მადლობელები ვართ, ფაქტობრივად საქმე წინ მიდის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შედგა ეს შეხვედრა და იმედი გვაქვს, რომ ყველა ის საკითხი, რომელზეც ჩვენ გვქონდა დისკუსია ერთობლივი თანამშრომლობით შესრულდება"- ლალი აფციაური გიდი.