ვანდალური ფაქტი რუსთავში [photo]

2019-03-04 23:33:28

რუსთავში, კულტურის სახლის მიმდებარედ უცნობმა პირებმა ის ავტობუსი დააზიანეს სადაც პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების შეხვედრები უნდა გამართულიყო.

ავტობუსს ჩამტვრეული აქვს მინები და სხვადასხვა ბლაგვის საგნებით თუნუქზე მიღებული აქვს დეფორმაცია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტობუსი პროექტის ფარგლებში განთავსდა. თიკა შერგელაშვილმა "ორბელიანის" ფონდის კონკურსში მიიღო მონაწილეობა სადაც გაიმარჯვა და მას პროექტის განსახორციელებლად 5000 ლარიც გადაეცა, ავტობუსი კი რომელიც მგზავრების გადასაყვანად გამოუსადეგარი იყო რუსთავის მერიამ გამოუყო.

თიკას იდეა იყო რომ ამ ავტობუსში ახალგაზრდები შეკრებილიყვნენ, წაეკითხათ წიგნები, ესაუბრათ აქტუალურ თემებზე და ყოფილიყო სხვადასხვა აქტივობებისთვის თავშეყრის ადგილი.

ამ დროისთვის უცნობია როგორ გაგრძელდება პროექტის განხორციელება.