რუსთავის ძველი შემოსასვლელი, რეაბილიტაციის შემდეგ გალამაზდება.
საუბარია თბილისის ქუჩისა და რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზების კვეთაზე არსებულ არქიტექტურაზე.
"ინფო რუსთავმა" მოიპოვა ესკიზური ნამუშევარი თუ როგორი იქნება ქალაქის ერთერთი შემოსასვლელი.
აღსანიშნავია რომ მიმდინარე წელს დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალის რეაბილიტაცია და შესაძლოა წარმოდგენილი ვარიანტი ოდნავ შეიცვალოს.