გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება იზღუდება:
15:30-დან 16:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00-დან 19:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, მამულო, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ქ. მარნეულში მერაბ კოსტავას, ახუნდოვის, რუსთაველის, ტაბიძის, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში საბირკენდი, ალგეთი, წერეთელი, ბაილარი.
11:30-დან 14:30 საათამდე - სოფლებს კურტლიარი, ქურთლიარი, ქუთლიარი, დოლისყანა და მიმდებარე სოფლებს.
12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ახლოლალო და მიმდებარე სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.