რუსთავში "2 ნაბიჯი" გაქურდეს [video]

2019-03-04 10:08:04

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში სურსათის მაღაზია "ორი ნაბიჯი" გაქურდეს. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით გვიან ღამით ორმა პირმა მაღაზიის ფანჯარა დააზიანა საიდანაც ობიექტზე შეღწევა მოახერხეს, ქურდობის შემდეგ კი ტერიტორია რამდენიმე წამში დატოვეს.

მაღაზიის თანამშრომლის ინფორმაციით სალაროში თანხა არ იყო, თუმცა ობიექტიდან წაღებულია სიგარეტები.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს."

ამ დროისთვის დამნაშავეები დაკავებულები არ არიან.