რუსთავში, XI მიკრო-რაიონში, ბუნებრივი აირის ნამწვით 8 ადამიანი მოიწამლა, აქედან 7 ბავშვია.
არსებული ინფორმაციით ოჯახში ერთერთი ბავშვი აბაზანაში იმყოფებოდა რა დროსაც წყლის გამაცხელებელიდან co-ს გაჟონვა მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს. 7 პაციენტი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, ხოლო ბავშვების ბებია ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს რომ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.