"დავინახე მამაკაცი უგონო მდგომარეობაში" [video]

2019-03-04 00:34:47

ჩხუბი რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთერთი რესტორნის მიმდებარე ტერიოტორიაზე მოხდა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორრმაციით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცები სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთერთი თვითმხილველი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ - "დავინახე მამაკაცი რამდენიმე წუთი უგონო მდგომარეობაში მიწაზე იყო, ვიფიქრე გარდაცვლილი ხომ არ იყო, თუმცა მოგვიანებით გონზე მოვიდა."

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

არსებული ინფორმაციით დაშავებულია ერთი მამაკაცი, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მამაკაცმა სამედიცინო მომსახურებაზე და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განუცხადა.

შსს-ში "ინფო რუსთავს განუცხადეს რომ - "ჩხუბის ფაქტი იყო, სიტუაცია განმუხტა პატრულმა, ერთი პირის მიმართ არის დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება. დაკავებული არავინ არ არის".