მერმა ახალშობილთა დედები მოინახულა [photo]

2019-03-03 13:37:57

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დედის დღე პირადად მიულოცა მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჯარისკაცების დედებს.

ქალაქის მერმა განაცხადა, რომ: - "ჩვენ ვესტუმრეთ, ჩვენი ეპოქის გმირებს, ჩვენი დროის გმირებს, მივულოცეთ დღევანდელი დღე. ვესტუმრეთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან დედებს. დედიკოებს ცალკე საჩუქარი გადავეცით ვაუჩერის სახით და შვილებს გადავეცით ვაუჩერები იმ სპორტულ და კულტურულ მიმართულებით, რომელიც არჩეული ჰქონდათ"

ახალშობილთა დედები მერმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ტაბატაძესთან ერთად მოინახულა.

"ახალშობილების დედიკოებს მივულოცეთ დღევანდელი დღე, მივულოცეთ მედ პერსონალს, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია მათი მოღვაწეობა და საქმიანობა, ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში არიან ეს ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს ჩუქნიან ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას და იმ დიდ უპირატესობას და დიდ სიყვარულს ანიჭებენ რასაც დედობა ჰქვია"- განაცხადა ქალაქის მერმა.

"მართლა ბედნიერებაა, როდესაც დედის დღეს გახდები დედა და ეს მადლი უფლისგან ბოძებული გადმოვა შენზე და შეიგრძნობ. ყველა დედას ვულოცავ, ყველა ახალბედა დედას ამ დღეს, ვუსურვებ შვილების ბედნიერებით ტკბობას მთელი ცხოვრების მანძილზე" - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ტაბატაძემ.

ქალაქის მერიის სიმბოლური საჩუქარი 270-მა ქალმა მიიღო.