ხანძარი მარის არხის დასახლებაში.

2017-03-01 18:11:39
რუსთვში მარის არხის დასახლებაში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც გვერდის მკითხველმა „ინფო რუსთავს“ აცნობა, სახლის სახურავს ცეცხლი ეზოში დანთებული კოცონის ალიდან წაეკიდა. ადგილზე მობილიზიებული იყო სახანძროს ეკიპაჟი, რომელმაც ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.