"ეშმაკის ბორბალი" რუსთავში [photo]

2019-03-02 00:30:05

არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტმა, 20 წლის გიორგი ჩაბალუხამ რუსთავის მერიაში საინტერესო პროექტი წარადგინა.

ახალგაზრდა არქიტექტორის კონცეფციის მიხედვით, რუსთავის მთავარ ხიდთან, მარცხენა სანაპიროზე, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია "ეშმაკის ბორბალი" დამონტაჟდეს.

პროექტის მიხედვით "ეშმაკის ბორბალზე" მოხვედრა კოსტავას გამზირზე არსებული პირამიდიდან, საფეხმავლო ხიდით იქნება შესაძლებელი.

კონცეფცია მიზნად ისახავს მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას.