რუსთავსერვის ცენტრის ტექნიკურმა ჯგუფმა, რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე დაზიანებული კოლეკტორის მილის აღდგენითი სამუშაოები დასრულა.
სარემონტო სამუშაოები მიწის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრ სიღრმეში მიმდინარეობდა.
კოლექტორებზე არსებული პრობლემები უხვი ნალექის დროს დატბორვის საფრთხეს უქმნიდა ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
დასრულებული სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანლმა გიორგი გოროზიამ დაათვალიერა.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ანალოგიური სამუშაოები ქალაქში ეტაპობრივად განხორციელდება, განსაკუთრებით კი ისეთ უბნებში, სადაც სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება აუცილებელია.