ბუნებრივი აირის ნამწვით რუსთავში, XXI მიკრო-რაიონში 3 ქალი მოიწამლა.
co-თი ინტოქსიკაცია ოჯახის წევრებმა, ბებიამ, შვილმა და შვილიშვილმა მიიღო.
პაციენტები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟით ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულებაში დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და ამ დროისთვის ისინი უკვე ბინაზე გაწერეს.