რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, გიორგაძის ქუჩაზე 9 წლის ბიჭი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი საბავშვო მოედანზე იმყოფებოდა რა დროსაც საქანელიდან ჩამოვარდა.
ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ბიჭუნა შემოყვანილია თავის ტრამვით, აქვს პატარა ჭრილობა. მოხდა ჭრილობის დამუშავება და შემდეგ გაიკერეა. ამჟამად დაკვირვების ქვეშ იმყოფება, მისი მდგომარეობა სტაბილურია".