თებერვლის თვეში რუსთავის მერიამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სპორტული მოედნები, გზები და ტროტუარები, სად რა აშენდება და კეთილმოეწყობა რუსთავში.
სტადიონები:
3 სპორტული მოედანის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები ერთ ტენდერად გამოცხადდა. მშენებელთა ქუჩაზე #28-30 და გომელაურის #1-3 კორპუსებს შორის, რუსთაველის #50-ის მ/ტ და ტაშკენტის #5-ის მ/ტ სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის - 160 574 ლარი დაიხარჯება.
3 სპორტული მოედანის რეაბილიტაციისთვის სამუშაოები ერთ ტენდერად გამოცხადდა, გამარჯვებული კომპანია მეგობრობის #35-37 კორპუსთან, მესხიშვილის #11-#13 და თოდრიის ჩიხი #1 სპორტული მოედნის მოწყობა/რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოებს შეასრულებს - თანხა 169 083 ლარს შეადგენს.
დონეცკელ მეტალურგთა პირველი გასასვლელის #3-ის მ/ტ-ზე მინი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 123 244 ლარი.
2 მე-11 მკრ #1 მ/ტ და ნიკოლაძის ქუჩის სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოების შესყიდვა.
საგზაო ინფრასტრუქტურა:
მესხიშვილის ქუჩაზე "ავერსის" კლინიკის და #2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის მ.ტ-ის ეზოს ა/ბეტონის საფარის და ლომოურის ქუჩის ტროტუარების ა/ბეტონის საფარის (მარჯვენა მხარე) რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 198 601 ლარი.
ვახუშტის #8-ის მ/ტ-ის ა/ბეტონის საფარის და მე-12 მკრ-ის #19 კორპუსთან ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა - 124 939
ჭყონდიდელის დასახლებაში ჩაპაევის ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია (გრანელის ქუჩიდან გიორგაძის ქუჩამდე) და ჩეხოვის ქუჩის გზის საფარის რეაბილიტაცია (გრანელის ქუჩიდან გიორგაძის ქუჩამდე) გზების, ტროტუარების და ეზოების საფარის რეაბილიტაციის და სანიაღვრე სისტემების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 192 700 ლარი.
გოგებაშვილის ქუჩის და მისი მიმდებარე ეზოების (გოგებაშვილის #3, 5, 7 ოდიშარიას #30 მშენებელთა #22, 24, 26 ბოსტანქალაქის #17, 19, 21) ა/ბეტონის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა - 343 789 ლარი.
მე-18 და მე-19 მიკრორაიონის დამაკავშირებელი გზების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 435 553 ლარი.
შარტავას #25 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ა/ბეტონის საფარის რეაბილიტაციის (შარტავას გამზირის მხარე), 21-ე მკ/რ-ის #2 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს დარჩენილი ა/ბეტონს საფარის რეაბილიტაციის, 21-ე მიკრორაიონის #4 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს დარჩენილი ა/ბეტონის საფარის რეაბილიტაციის და 21-ე მიკრორაიონის #7 და #8 საცხოვრებელი კორპუსების ეზოების დარჩენილი ა/ბეტონის საფარის რეაბილიტაციის და სანიაღვრე ქსელის მოწყობისთვის ჩერკასკის ქუჩამდე (21 მიკრორაიონის #4ა ეზოს გავლით) საჭირო სამუშაოები - 389 632 ლარი.
ბაღი:
#27 საბავშვო ბაღის შენობის გამაგრება-გაძლიერების (მესხ. მე-3-ე #4ა) სამუშაოების შესყიდვა - 292 212 ლარი.