ავარია რუსთავის ციხესთან [video]

2019-02-28 11:36:58

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-გარდაბნის გზაზე, კონკრეტულად კი სასჯელაღსრულების #17 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. [ვიდეო/video]

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.