მერია რუსთაველების ინიციატივის მოლოდინში.
ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა თეატრის სკვერის რეაბილიტაციისთვის მოქალაქეების ჩართულობას ითხოვს.
ნებისმიერ რუსთაველს შეუძლია აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის შესაბამისი იდეა წარუდგინოს მერს, რომელიც განიხილება სპეციალური სამსახურების წარმომადგენლების მიერ და მოწონების შემთხვევაში განხორციელებას დაექვემდებარება.
"ძალიან კარგი რეკრეაციული ზონაა, განვითარებას აუცილებლად საჭიროებს და ამ კუთხით რუსთაველების ჩართულობაა საჭირო. ასაკი შეზღუდული არ არის, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვაწოდოს იდეა. ტერიტორიიდან გამომდინარე კარგი იქნება თუ თეატრზეც გავაკეთებთ კონცეტრირებას. შესაძლებელია სკვერის მიმდებარედ გაკეთდეს ველო ტრასაც. მივიღებთ ნებისმიერ წინადადებას, ამ წინადადებების საფუძველზე შევქნით კონცეფციას, ხოლო კონცეფციის ხარჯზე მოხდება პროექტის შეკვეთა", - განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
იდეების მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით - idearustavi@gmail.com მერიის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულია სკვერის მდებარეობა, მოკლე აღწერილობა და საჭირო დეტალები- https://www.facebook.com/events/1375102642671445/