სიახლე მგზავრებისთვის

2019-02-28 00:15:46

თანამედროვე გადახდის სისტემების მონტაჟი რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში უახლოეს პერიოდში დასრულდება, ამის შესახებ ინფო რუსთავს "ინტერტრანსში" განუცხადეს.

"ინტერტრანსის" საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, სოფო ცერცვაძის განცხადებით, ახალი გადახდის სისტემა ყველა ყვითელ მიკროავტობუსში დამონტაჟდება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტექნიკურად აღჭურვის პროცესი უკვე დასრულებულია 65 ერთეულ მიკროავტობუსში.

როგორც "ინტერტრანსში" აცხადებენ, მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც სამგზავრო ბარათი "მეტრომანით", ასევე საქართველოს ბანკის ბარათებით.