კომპანია რუსთავის წყლის სპეციალური განცხადება [video]

2019-02-27 12:33:55

კომპანია რუსთავის წყლის სპეციალური განცხადება. [ვიდეო/video]

28 თებერვალს, მარნეულის რაიონში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მაღალი ძაბვის ქვესადგურზე "გარდაბანი 500" გეგმიურ სამუშაოებს განახორციელებს. 

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება კომპანია რუსთავის წყლის ხრამის სათავე ნაგებობას, რის გამოც 28 თებერვალს დღის 14:00 საათიდან 1-ლი მარტის, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქ. გარდაბანს.

კომპანია რუსთავის წყალი 28 თებერვალს დღის განმავლობაში მოსახლეობას და სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულებებს წყალს სპეციალური ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.