რუსთავში მოზარდის შესაძლო ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ის, რომ დეიდა დის შვილზე ძალადობდაა ამის შესახებ 15 წლის მოზარდმა მე-18 სკოლის დირექტორს უამბო, რის შემდეგაც ფაქტით სამართალდამცველები დაინტერესდნენ.
როგორც ინფო რუსთავმა მოგვიანებით გაარკვია მოზარდს დეიდასთან ცხოვრება არ სურდა და ამიტომ მოიტყუა რომ ნათესავი მასზე ძალადობდა.
შეგახსენებთ, რომ რომ დღეს დილიდან რუსთავში, მე-18 საჯარო სკოლასთან, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის მოსწავლეზე დეიდამ ფიზიკურად იძალადა.
ჩვენი ინფორმაციით, ფაქტის შესახებ მოზარდმა სკოლის დირექციას უამბო, სადაც წერდა რომ დეიდა სცემდა, აიძულებდა გაეკეთებინა სახლის საქმეები, არ უშვებდა სახლიდან და ადგილი ჰქონდა ძალადობას. წერილის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში რუსთავის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სკოლაში ასევე იმყოფებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც, რომლებმაც 15 წლის გოგონა, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაიყვანეს.
მეზობლები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ დეიდა 4 დისშვილს უკვე წლებია მარტო ზრდის.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.