რუსთავის მერია აღმაშენებლის ქუჩაზე 850 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ველობილიკის და ქვეითად მოსიარულეებისთვის ტროტუარის მოწყობას გეგმავს.
აღნიშნულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია რომელიც 100 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, ველობილიკი რომელიც იქნება მოასფალტებული 2 მეტრის სიგანის იქნება, 2 მეტრის სიგანე ექნება ქვაფენილის ტროტუარსაც.
ტროტუარი და ველობილიკი ერთმანეთისგან ბორდიურით გაიმიჯნება.