გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც "ინფო რუსთავს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. რუსთავში მე-12, მე-8, მე-16 მიკრორაიონებში, ლეონიძის, მესხიშვილის, ერისთავის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 12:00 საათამდე ფალიაშვილის, ლომოურის, მშენებელთა ქუჩებზე, მე-11, მე-7, და მე-6, მიკრორაიონებში.
12:00-დან 13:00 საათამდე - მეგობრობის, თბილისის, მაჩაბლის, გონაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
13:00-დან 14:00 საათამდე - მე-8, მე-7 მიკრორაიონებში, შარტავას, ქუთაისის და მიმდებარე ქუჩებზე.
10:00-დან 14:00 საათამდე - სოფელ სართიჭალას.
14:30-დან 16:30 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქესალო, ნაზარლო, კაპანახჩი, ლელაშხა, აგრეთვე გარდაბანში აღმაშენებლის, 1 მაისის, გორკის და მიმდებარე ქუჩებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.