რუსთავში, თოდრიის ქუჩაზე საშაურმე გაქურდეს.
როგორც ობიექტის მეპატრონე "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებს, ბოლოს, საშაურმეში ღამის სამი საათისთვის იყო და სავარაუდოდ ობიექტი მას მერე გაქურდეს.
უცნობმა პირმა საშაურმეში კარის დაზიანების შემდეგ შეაღწია. ამ დროისთვის მიმდინარეობს იმის დადგენა თუ რა არის წაღებული ობიექტიდან.
საშაურმის მეპატრონის თქმით ჯიხურში თანხა არ ინახებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.