რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ფანჩატურის მიმდენარედ, "უწმინდესის ვარდების ბაღი"-ს გაშენება უკვე დაიწყო.
იდეის ავტორი, ნანა ბეღელაძე "ინფო რუსთავთან" საუბრისას ამბობს, რომ: - "ბაღი თანხის შემოწირულობებით შენდება, დაგვემატნენ კომპანიები, ასევე გვეხმარება, რუსთავის მაჟორიტარი ბატონი გიორგი ბეგაძე, როგორც ფინანსურად, ასევე ტექნიკით. რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები გვეხმარებიან სამშენებლო სამუშაოების შესრულებაში".
შეგახსენებთ, რომ "უწმინდესის ვარდების ბაღი" უწმინდესის აღსაყდრებიდან 40, დაბადებიდან 85 და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შენდება და ის ასევე განკუთვნილი იქნება ხელმოწერის ცერემონიალისთვის.
პროექტი რუსთავის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს, მისი დასრულება და გახსნა სააღდგომოდ იგეგმება.
პროექტის ინიციატორი, რუსთაველ ახალგაზრდებს სთხოვს, სამუშაოების შესრულებაში მოხალისეობრივად ჩაერთონ. დახმარების სურვილის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 574 14 79 41
საკონტაქტო პირი: ნანა ბეღელაძე