შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფო რუსთავის მიერ გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან რუსთავში, მე-18 საჯარო სკოლასთან, საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. როგორც ინფო რუსთავმა გაარკვია, სკოლის მოსწავლეზე დეიდამ ფიზიკურად იძალადა.
ჩვენი ინფორმაციით, ფაქტის შესახებ მოზარდმა სკოლის დირექციას უამბო, რის შემდეგაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში რუსთავის საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სკოლაში ასევე იმყოფებოდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც, რომლებმაც 15 წლის გოგონა, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაიყვანეს.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.