რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში კონკურსის "ახალი საზოგადოებრივი სივრცის (Urban Hub) კონცეფციის შემუშავება რუსთავის მაგალითზე" დასკვნითი ეტაპი ჩატარდა.
კონკურსი მიზნად ისახავდა ძველი და ახალი რუსთავის კავშირის ქალაქგეგმარებით ანალიზს, არსებული საზოგადოებრივი სივრცის განახლებასა და ახალი საზოგადოებრივი სივრცის (Urban Hub) კონცეფციის შემუშავებას.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა ქალაქის მერს ირაკლი ტაბაღუას და კომპანია "ბაზალტ ფაიბერ"-ის წარმომადგენლებს 30 პროექტიდან შერჩეული 10 ნამუშევრის პრეზენტაცია წარუდგინეს.
შეხვედრის დასაწყისში ქალაქის მერმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იუნკერთა ხსოვნას.
წარმოდგენილი პროექტები ქართველები და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულებიც დაასახელა.
ჟიურიმ ორი პირველი და ორი მეორე ადგილის მფლობელი გამოავლინა. პირველი ადგილი ქეთევან კაჭარავამ და რევაზ ძეგველაშვილმა, ხოლო მეორე ადგილი ბარბარე კიკილაშვილმა და თეო გეგეშიძემ დაიკავეს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები (პირველ ადგილზე გასულებს 400-400 ევრო, მეორე ადგილზე კი 100-100 ევრო) და სიგელები გადაეცათ.
"ბავარიელ კოლეგებთან ერთად მე გახლდით ინიციატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქალაქ რუსთავს შორის თანამშრომლობის, რათა ჩატარებულიყო სტუდენტური კონკურსი, რომელიც მოემსახურებოდა ქალაქის ფუნქციის შექმნას. პირამიდის შენობა არჩეული იყო როგორც ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ სიმბოლოდ. რუსთავი არის ფანტასტიური ქალაქი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი კონსტუქტურა, შეუძლია შეითავსოს განტვირთვის ქალაქის ფუნქცია და შექმნას ინტერესის სფეროები. საჭიროა ამ კუთხით ვიზრუნოთ, არამარტო ჩვენ არამედ რუსთაველებმაც", - განაცხადა გერმანული ბაზალტის პირველი ბოჭკოვანი მწარმოებელი კომპანიის-DBF-Deutsche Basalt Faser GmbH წარმომადგენელმა.
"ეს პროექტი დაიწყო შარშან. შემოთავაზება გერმანული მხარედან და ბიზნესიდან მივიღეთ. მოხდა კონცერტრირება, ჩამოვიდნენ გამოცდილი ბავარიელი არქიტექტორები, რომლებმაც ხელშეკრულება გააფორმეს უნივესიტეტთან. მოხდა სტუდენტების შერჩევა. პროექტები ძალიან შინაარსობრივი და საინტერესოა"- განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.