რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, მინის მსხვრევის შედეგად 8 წლის ბავში დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელ ბინაში მაშინ მოხდა, რა დროსაც ის თამაშობდა.
დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში სახის მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.
"პაციენტი შემოყვანილია კლინიკაში სახის მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობებით. ოჯახის წევრების გადმოცემით, აღნიშნული დაზიანებები მიიღო შუშის მსხვრევის შედეგად. დამუშავდა პირველადად, გაიკერა კვანძოვანი ნაკერებით. ამდროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. დინამიკაში დაკვირვების შედეგად თუ რაიმე სირთულე არ იქნება გაიწერება ბინაზე", - განაცხადა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა.